დავით გადელია – “ვიღაც ვიგინდარები გამლანძღავენ, მაგრამ ყველანი უნდა გაგაფრთხილოთ”

დავით გადელია - "ვიღაც ვიგინდარები გამლანძღავენ, მაგრამ ყველანი უნდა გაგაფრთხილოთ"ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ ფეისბუქში დაწერა:

“შეიძლება ვიღაც ვიგინდარებმა გამლანძღონ, ან ის საყვარელი და დიდი ხნის მეგობრები გამინაწყენდნენ, ჩემზე უკეთ რომ იციან ეპიდემიოლოგია, მაგრამ ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი და ამიტომ გავაფრთხილო თანამემამულენი:
– არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, მოადუნოთ ყურადღება – გადაყაროთ პირბადეები, ან დასასვენებლად წახვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში.
გირჩევთ მუდმივად გეკეთოთ პირბადე, თუ მარტო არ ხართ. მათ შორის ქუჩაში. მოერიდეთ პანაშვიდებს და მით უფრო ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთად იკვებება.
ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს..”.