ტვ პირველი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ნოდარ მელაძე:
„ტკივილები ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჩამტვრეული… დედა როგორც ყვება, გუშინ საღამოს როცა დაბრუნდა, სახლში ჩვეულებრივად დაიძინა, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო.”

