დუბაის პორტში გემი აფეთქდა

დუბაის პორტში გემი აფეთქდადუბაიში, “ჯებელ – ალის” პორტში მდებარე გემის კონტეინერში აფეთქება მოხდა, რომელმაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, არ არის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია. ხანძარი კონტროლდება.

“გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ჯებელ – ალის პორტში გემის, კონტეინერში. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის გუნდი მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად”, – ნათქვამია დუბაის მედიის ოფისის “ტვიტერზე” განცხადებაში.დუბაიში CNN- ის რამდენიმე თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პორტიდან 15 კილომეტრის დაშორებით გაიგონეს და იგრძნეს აფეთქება.

“ჯებელ – ალი” სიდიდით მეცხრე პორტია მსოფლიოში და უდიდესია რეგიონში.
იპნ