ეკა კვესიტაძე – “გადარჩენაზე ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიფიქროთ”

ეკა კვესიტაძე - "გადარჩენაზე ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიფიქროთ"ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა:

“მას შემდეგ რაც ინდოეთის პოპულისტმა ლიდერმა მოდიმ ხელები ცაში აღაპყრო და თავის ხალხს მიმართა – არავის არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ, ჩემი მთავრობის ძალისხმევით შევძელით კორონას დამარცხებაო და აბა თქვენ იცით, ახლა იდღესასწაულეთ და ლაღად იცხოვრეთო, კორონამ ისეთი დამანგრეველი ტალღით გადაუარა ინდოეთს, რომ გვამების დაწვას ვერ ასწრებდნენ.

ამ ტალღამ კარგი “საჩუქარიც” დაგვიტოვა, დელტა ვარიანტი. ბევრის წერას არ ვაპირებ. ისეთი ვითარებაა ყველამ ინდივიდუალურად უნდა იფიქროს გადარჩენაზე და თუ როდესმე დავაღწიეთ თავი ამ ჯოჯოხეთს, ამ უსაქმურების, უვიცების და დამნაშავეების ბანდას, საქართველოს მთავრობა რომ ქვია, პასუხი უმკაცრესად უნდა მოვთხოვოთ!”