ევროპაში წყალდიდობის შედეგად 180 ადამიანზე მეტია დაღუპული

ევროპაში წყალდიდობის შედეგად 180 ადამიანზე მეტია დაღუპულიევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა. სტიქიამ განსაკუთრებით გერმანია და ბელგია დააზარალა.

მაშველები დაკარგულებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ.

BBC-ის ცნობით, დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 156 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად კი კიდევ ათობით პირი ითვლება.

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება გერმანიისა და ბელგიის გარდა ავსტრიას, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგსაც დაატყდა თავს. ექსპერტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მასშტაბურ წყალდიდობას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

იპნ