გია ხუხაშვილი – “ოცნების” მხარდამჭერები შიმშილობენ და დასავლეთს წყევლიან”…

გია ხუხაშვილი - "ოცნების" მხარდამჭერები შიმშილობენ და დასავლეთს წყევლიან"...გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ოცნების პარადოქსები:
ხელისუფლება აცხადებს ვაქცინაციას – მისი მხარდამჭერების უმრავლესობა ანტივაქსერები არიან.
ხელისუფლება აცხადებს დასავლურ ვექტორს – მისი მხარდამჭერები დასავლეთს წყევლიან.
ხელისუფლება აცხადებს გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას – მისი მხარდამჭერები ჟურნალისტებს თავ-ყბას ამტვრევენ.
ხელისუფლება აცხადებს ეკონომიკურ აღმავლობას – მისი მხარდამჭერები შიმშილობენ…”