გიორგი ფხაკაძე – “ესაა კოვიდისგან დასაცავი ყველაზე მაგიური საშუალება…”

გიორგი ფხაკაძე - "ესაა კოვიდისგან დასაცავი ყველაზე მაგიური საშუალება..."ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინდოეთში კორონავირუსისახალი შტამის აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. მისი რეკომენდაციით, 2 წლის ასაკიდან ყველამ პირბადე უნდა ატაროს.

„ინდოეთში, როცა დაიწყო აფეთქება, ეგონათ, იყო ჩვეულებრივი კოვიდი. შტამების დადგენა ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ.

ინდოეთში თავდაპირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებში ატყდა. პედიატრიული რეანიმაციული განყოფილებები ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა. აფეთქება დაიწყო ბავშვებისგან. ის უკვე აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში უფრო ვერაგია.

ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადეები არ სჭირდებოდათ. ჩემი რეკომენდაციაა, 2 წლის ასაკიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ. პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს: ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული, არ აქვს, კოვიდიგადატანილი აქვს, თუ არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა, რასაც სამედიცინო პირბადე ჰქვია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

პრაიმ ტაიმი