გლდანში მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა

გლდანში მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლამკვლელობა თბილისში – გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

“კურიერის” ინფორმაციით მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

როგორც “კურიერს” შსს-ში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.