პოლიციამ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გეგი ღვაჩლიანი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

