გოგი წულაია ციხიდან გამოუშვეს – “ასმათ დვალიშვილი უშიშროების თანამშრომელია”

გოგი წულაია ციხიდან გამოუშვეს - "ასმათ დვალიშვილი უშიშროების თანამშრომელია"“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გოგი წულაიამ პირველი განცხადება გააკეთა.

– შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარდაჭერას, დანარჩენებს თავი არ მოუკლიათ. რაც შეეხება  ასმათ დვალიშვილს, ის უშიშროების თანამშრომელია. სამი პატიმარი კი არის ციხეში მისი ბრალდებით და დროზე თუ არ გააჩერებენ, შეიძლება ციხე გაავსოს მარტო ამ ქალმა.

მე პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ბერას გინებისთვის დამიჭირეს. თავს დამნაშავედ მარტო ჩემს მეუღლესთან ვგრძნობ, – განაცხადა მან.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.