გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

გორში "ოცნების" მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები მმართველმა პარტიამ დღეს დაასახელა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.

კობახიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის განვითარება.