გურამ თუშიშვილმა ფინალში წააგო და ოლიმპიადის ვერცხლს დასჯერდა

ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში ის ჩეხ ლუკას კრპალეკს შეხვდა და დამარცხდა.

26 წლის თუშიშვილმა ნახევარფინალში რუს მეტოქეს სძლია.  ის +100 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ცნობისთვის, თუშიშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.