ჰაიტის პრეზიდენტი და მისი ცოლი მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი და მისი ცოლი მოკლესჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი და მისი ცოლი მარტინა მოკლეს.

ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჟოზეფმა გააკეთა.

– 7 ივლისს, ღამის 1 საათზე, უცნობი პირების ჯგუფმა, რომელიც ინგლისურ და ესპანურ ენებზე ლაპარაკობდა, განახორციელა თავდასხმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და მოკლა პრეზიდენტი, – განაცხადა მან.

თავდასხმის შედეგად დაიჭრა პრეზიდენტის მეუღლე, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

პრემიერმა ჟოზეფმა საკუთარ თავზე პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება აიღო და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჰაიტის ხელისუფლება დაკეტა საზღვარი მეზობელ დომინიკის რესპუბლიკასთან.
53 წლის ჟოვენელ მოიზი პრეზიდენტი 2017 წლის თებერვალს გახდა. მან ეს პოსტი პრეზიდენტ მიშელ მარტელის გადადგომის შემდეგ დაიკავა.