ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბაისრაელი ღაზა სექტორში ჰამასის ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება “ჰამასის” ობიექტებზე.

ისრაელის სამხედრო უწყება აღნიშნულს პალესტინის მხრიდან აალებადი ბუშტების გაშვებით ხსნის.

დაბომბვას ღაზა სექტორში ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსთავი 2