ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასს დაარტყა

ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასს დაარტყაისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ყველა სცენარისთვის მზად არიან. მათი განმარტებით, იერიში პალესტინის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სპეციალური, ცეცხლგამჩენი ბურთების გაშვების საპასუხო ქმედებაა.

ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში რამდენჯერმე განახორციელა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

იპნ