ხანძარი გლდანში

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.