ლელა კაკულია – “ეს ძალიან საშიშია, ამას ვერ შევაჩერებ, ფრთხილად!”

ლელა კაკულია - "ეს ძალიან საშიშია, ამას ვერ შევაჩერებ, ფრთხილად!"ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ბუნებას გაუფრთხილდნენ:

„მე 1990–იან წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველები, ბუნებას ნუ მოეპყრობით უდიერად, თორემ მისი უდიდებულეობა ბუნება არ გაპატიებთ–მეთქი. ამიტომ ნაპრალი, რომელიც არის გაჩენილი ვაშლიჯვრის ფერდობზე, ძალიან საშიშია. მე ამას ვერ შევაჩერებ. მართალია, დაცვითი ენერგეტიკა არსებობს, მაგრამ კოსმოსიდან ის ჯერ არ წამოსულა. ბეტონით და ფილებით ვითომ გამაგრებული კლდე — ეს კლდე აღარ არის უკვე, ვინაიდან ისევ განიცდის, ასე ვთქვათ „მუტაციას“, ცვლილებას.

ის ისევ წამოვა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ამას დიდი სიკვდილიანობა მოჰყვება — ასე არ იქნება, მაგრამ… მოკლედ, არ მსიამოვნებს, რასაც ვხედავ. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!”

ნიუპოსტი