ლელუკა ლაშხი – “წინააღმდეგი ვარ, ჩემი “ჟაკლინი” მონაწილეობდეს ლიტერატურულ კონკურს “ლიტერაში”!

ლელუკა ლაშხი - "წინააღმდეგი ვარ, ჩემი "ჟაკლინი" მონაწილეობდეს ლიტერატურულ კონკურს "ლიტერაში"!პარიზში მცხოვრებმა ლელუკა ლაშხმა ფეისბუქში დაწერა:

“არ ვწერ იმისთვის, რომ გადამიხადონ, არც იმისთვის, რომ კონკურსებში ვიმონაწილეო, გავიმარჯვო და მითუმეტეს, ვიღაცამ ამისთვის ჯილდო მონანიჭოს.
იმდენად უმნიშვნელოა ჩემთვის, რომ რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა სქრინი ჩამიგდო, შენი გვარია “ლიტერას” სიაში, ორ ნომინაციაშიო “ჟაკლინი”. ყურადღებაც არ მიმიქცევია სათანადოდ, რა კონკურსი იყო და რა ხდებოდა მის ირგვლივ.
სამაგიეროდ, სრულიად კულტურული შოკი მივიღე, კულტურის სამინისტროს ამაზრზენი გადაწყვეტილების გამო და სასტიკად შემრცხვა, რომ ჟიურის განხილვამდე უნდა მისულიყო ის, რაზეც თვეების განმავლობაში, ცხადსა და სიზმარში, მოგზაურობასა და პირად ცხოვრებაში ასახული მოვლენების ფონზე ვფიქრობდი, დავწერე და ერთგულ მკითხველს ვაჩუქე.
არ მინდა, გული გაგიწყალოთ და აქვე დავასრულებ, რომ წინააღმდეგი ვარ, “ჟაკლინი” მონაწილეობდეს ლიტერატურულ კონკურს “ლიტერაში”!
მადლობა”