მარნეულში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, სიდედრი და ცოლისძმა კი მძიმედ დაჭრა

მარნეულში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, სიდედრი და ცოლისძმა კი მძიმედ დაჭრაგუშინ, 20 ივლისს, საღამოს, საზარელი მკვლელობა მოხდა მარნეულში – სოფელ ზემო სარალში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კაცი ყოფილი ცოლის ოჯახს თავს დაესხა.

კაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ადგილზე მოკლა. სიდედრი და ცოლისძმა კი მძიმედ არიან დაჭრილები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. მეზობლები ამბობენ, ადგილი  ჰქონდა შურისძიებას – თუმცა რა გახდა შურისძიების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.