„მეგონა, რომ ვერ ვსუნთქავ, დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ“… – თათული ედიშერაშვილი

„მეგონა, რომ ვერ ვსუნთქავ, დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ“... - თათული ედიშერაშვილითათული ედიშერაშვილმა კოვიდზე აცრის შესახებ ფეისბუქში დაწერა;

„აცრაზე ძალიან მომზადებული გამოვცხადდი იმაზე ფიქრით, რომ ჩემს თვალწინ გახსნიან ფაიზერის ჩემს წილ დოზას კარგად წავიკითხავ თვალით ვანიშნებ “მიდითქო” . ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა.

ნემსის გაკეთებიდან ზუსტად 2 წუთში ალბათ წამალიც ვერ შეაღწევდა ორგანიზმში სკამზე ჩამოსკუპებულს დამეწყო განცდა, რომ ვერ ვსუნთქავ, დავბუჟდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავ. ეგრევე დამავლო ხელი ჩემმა ბიჭუნამ და შემაქანა ოთახში. ნახეთ რა მოხდა ერთი აბი ვალიდოლი ენის ქვეშ და ღიმილიც დავიწყე.

არადა დარწმუნებული ვიყავი ანტივაქსერების დამოძღვრებს ვატარებდი და არც ვუსმენდი. ქვეცნობიერში მაინც შეუღწევია და თავისი ქნა. არაფერი გადასარევად ვგრძნობ თავს და თუ გამოგადგებათ ეს ამბავი იმისთვის რომ ემოციურად არ განეწყოთ და მშვიდათ მიიღოთ ასე ნანატრი კოვიდზე აცრა კარგი იქნება.

ხოდა დაე ვსვა ბევრი ვალიდოლი და ვინავარდო დიდ ხანს.

#ვაქცინაიცავს! წარმატებას გისურვებთ“.