„მიუხედავად პანდემიისა, 17 წუთი არ დანებდა, ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა…“

„მიუხედავად პანდემიისა, 17 წუთი არ დანებდა, ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა...“გოგა გაბისონია ფეისბუქზე წერს:

„დღეს დიდუბის მეტროსთან ასაკოვანი კაცი ცუდად გახდა და დავარდა,რომ არა ერთი ახალგაზრდა კაცი სამხედრო ზურგჩანთით ალბათ გარდაიცვლებოდა კიდეც, ამ პოსტით მინდა მადლობა მოვუხადო ადამიანს,რომელიც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა პანდემია,რომ ჰქვია 17 წუთი არ დანებდა და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა ადამიანს, რომლის გათიშვის მიზეზიც არ ვიცოდით. სასწრაფოს დააგვიანდა და მოქალაქეებმა სხვაგან მიმავალი სასწრაფოს მანქანა პირდაპირ ქუჩიდან მოხსნეს თუმცა ამ დროისთვის მოხუცმა უკვე სუნთქვა დაიწყო… ამ პოსტს მინდა ამ ახალგაზრდა ბიჭის სურათი დავურთო მადლობის ნიშნად, რომელიც სასწრაფოს მოსვლის შემდეგ მოხუცი საკაცეზე გადაიყვანეს თუ არა განზე დადგა და მშვიდად ადევნებდა თვალს.

ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგიშალოთ, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების გზამკვლევი !
…ჩვენი დროის გმირები !..“