მკვლელობა ზუგდიდის ბენზინგასამართ სადგურში – მოკლულია მამა, დაჭრილია შვილი

მკვლელობა ზუგდიდის ბენზინგასამართ სადგურში - მოკლულია მამა, დაჭრილია შვილიერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი – ზუგდიდში, “საკონსერვოს დასახლებაში” შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს გაუხსნეს. 65 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი ნუკრი ლაგვილავა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

გარდაცვლილის შვილი პოლიციის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილეა. სავარაუდო ეჭვმიტანილმა  3 წლის წინ, ბიზნეს დავის გამო, სხვა პირიც დაჭრა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზ.კ. დაკავებულია.

სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად იარაღიც ამოიღეს.

მთავარი