მცენარე, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

მცენარე, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდაარტემიზინინი, რომელსაც აბზინდა (Artemisia absinthium- ლათ. wormwood – ინგ. Полы́нь – რუს.) შეიცავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობაში ეფექტურია, აცხადებენ დანიელი მეცნიერები.

”ჩვენი კვლევაში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ არტემიზინინის შემცველი მკურნალობა ეფექტურია დანიასა და გერმანიაში გავრცელებული SARS-CoV-2-ის ორი ევროპული შტამის შემთხვევაში, რომელიც SARS-CoV-2 სხვა შტამების უმეტესობასთან უფრო მჭიდრო კავშირშია”, – აღნიშნულია კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის კოლოიდებისა და ინტერფეისების ინსტიტუტის მეცნიერების კვლევაში.მათი თქმით, ეს პრეპარატი არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ შედარებით დაბალ ფასში მსოფლიოში გავრცელებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დღემდე არტემიზინინი და მისგან წარმოქმნილი ნივთიერებები ტროპიკული მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის კომპონენტებს წარმოადგენს.

უახლოეს მომავალში სტატიის ავტორები კლინიკურ კვლევებს დაიწყებენ.