ნიკა, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად მოძრაობდა ფონიჭალისკენ, გაუჩინარდა

ნიკა, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად მოძრაობდა ფონიჭალისკენ, გაუჩინარდაპოლიციის მთავარი მოწმე ისევ იმალება – ადამიანი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის საქმეზე სამართალდაცველებს ნარკოტიკების ზედოზირების ვერსია დაუდასტურდა გაუჩინარებულია. ის უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე აღარ გამოჩენილა.

ადგილობრივებს ნიკა 2 კვირაა არ უნახავთ.

ოჯახი ამბობს, რომ ნიკა დოლიძის ქუჩიდან ის ადამიანია, ვინც ლექსოსთან ერთად ფონიჭალაში იმყოფებოდა. თუმცა გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამტკიცებს, რომ ოჯახისთვის ლექსოს სიკვდილის შემდეგ მოწმეს არაფერი მსგავსი არ უთქვამს და მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ლექსომ მხოლოდ ალკოჰოლი მიიღო.

ლაშქარავას დედა არ გამორიცხავს, რომ ზედოზირების ვერსია სწორედ შს სამინისტროში დაკითხვის შემდეგ გაჩნდა.

ლექსოს მეზობლები “ტვ პირველთან” ადასტურებენ, რომ პოლიციამ ისინი რამდენჯერმე გამოკითხეს და ინტერესედებოდნენ როგორც ლექსო ლაშქარავას პიროვნებით, ასევე იმით, თუ რა იცოდნენ მისი გარდაცვალების შესახებ.

ტვ პირველი