ნიკოლოზ ავალიანი – “ასეთი რამ მილიონში 1 ხდება – ამერიკაში მეზობლად სხვა ნიკოლოზ ავალიანი ცხოვრობს…”

ნიკოლოზ ავალიანი - "ასეთი რამ მილიონში 1 ხდება - ამერიკაში მეზობლად სხვა ნიკოლოზ ავალიანი ცხოვრობს..."ნიკოლოზ ავალიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ასეთი რამ მილიონში ალბათ 1 ხდება. ვცხოვრობ კონექტიკუტის ქალაქ რიჯფილდში. 30,000 ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში დაახლოებით. ალბათ სულ 20-30 ქართველი. 10-მდეს ვიცნობ. არაა გამორიცხული ყველას ვიცნობდე და ის 30-იც კი არ იყოს.
მოკლედ, ამ ქალაქში ჩემს მეზობლად თურმე ცხოვრობს, კიდევ ვიღაც ნიკოლოზ ავალიანი. ნიკოლოზ ავალიანი ამ ქალაქის დიდიხნის რეზიდენტია და რამდენიმე ადგილი გამოუცვლია, მის ერთ-ერთ ძველ ბინაში გადავიდა კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც რეალურად აღმოაჩინა ეს ფაქტი.

გუშინ ამ მისამართზე მოვიდა მანქანის გადასახადი და ჩემი სახელი გვარი ეწერა ზედ. დაურეკა მეგობარს, რომელიც მეც მიცნობს David Namgalauri და ეუბნება ნიკოლოზ ავალიანს ხომ არ იცნობ მისი სახელზე მოვიდა გადასახადიო. მირეკავს მეგობარი და მიგზავნის გადასახადს, აშკარად ჩემი მანქანა არაა.

მერე ლენდლორდს შეეკითხა და კიო, ამ მისამართზე მართლა ცხოვრობდა ნიკოლოზ ავალიანი, ოღონდ უკრაინიდან იყოო.

მოკლედ, დღეს გავიცანი ჩემი მოსახელე და მოგვარე და მეზობელი, ოდესღაც მისი ბაბუა ქუთაისიდან კიევში გადასულა და კიევიდან ამერიკაში მისი მშობლები, სხვათაშორის რივერდეილ ბრონქსში, საბჭოთა დიპლომატების შვილების სკოლაში სწავლობდა ცივი ომის დროს და კიდევ ბევრი გვაქვს სალაპარაკო.”