პარიზში მცხოვრებმა ლელუკა ლაშხმა ფეისბუქში დაწერა:
“დამლაგებელი გვყავს ახალი, 18 წლის ფრანგი გოგო. სტაჟზეა.
ვსხედვართ ახლა და ვსადილობთ.
სახელს და გვარს არ ვამბობ შეგნებულად. ერთ-ერთი მინისტრის ძმისშვილია, მაგრამ ცდილობს, არავინ გაიგოს. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად. არც ისე იოლად მოუძებნიაა ეს ადგილი, კლინიკაში.
4 თვე უნდა იმუშაოს აქ, მერე 4 თვე მედდის თანაშემწედ და საბოლოოდ ექიმობას აპირებს, როგორც ამბობს.
ჰოდა, უცბად წარმოვიდგინე, საქართველოს რეალობაში, ასე რომ არ იქცევიან და სრულიად უკომპეტენციო, არაპროფესიონალი, გამოუცდელი და ჟღვლინტიანი კადრებით რომ კომპლექტდება, ძალზედ საპასუხისმგებლო დაწესებულებები.
ბიძა რომ მინისტრი გყავს, უეჭველი ჯიპზე იჯდები, სოლარიუმებში დაიხრუკები, დასასვენებლად სეიშელზე ივლი და როცა დაიღლები პორწიალით, მერე დაგასაქმებენ, გართობა რომ ყელში ამოგივა,რომ გადაერთო.
ჰო, სოციალურ სახლში ცხოვრობს და სახელმწიფო ეხმარება ქირის ნახევარში, რადგან სტუდენტია და ისეთი ჩაცმული დადის, მოგინდება, რამე უყიდო. ვერასოდეს წარმოიდგენ, ვისი ოჯახიდან შეიძლება მოდიოდეს.
ასე მოაზროვნე და ასეთი იდეოლოგიის მქონე ადამიანები ქმნიდნენ ნორმალურ, რაფინირებულ საზოგადოებას და კარგ სახელმწიფოებს.”

