ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.
დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
ქალი დოზებს სავარაუდოდ იმ პირებს აკლებდა, ვინც ოფიციალურად პროგრამაში ირიცხებოდნენ, ამიტომ ხშირი იყო უკმაყოფილება ბენეფიციარების მხრიდან.
გარდა ამისა, სავარაუდოდ რაოდენობის გაზრდის მიზნით ქალი წამალს სხვა ნივთიერებებს ურევდა.
ღვინჯილია გუშინ, 14 ივლისს, ბაზრის ტერიტორიაზე, საკუთარ მაღაზიაში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.
მთავარი, რუსთავი 2

