გორში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდა კაცი, სერგო ბიჩინოვი ყვება, რომ მას პოლიციელი სხვა პირისთვის ნარკოტიკის ჩადებას აიძულებდა.
ბიჩინოვის თქმით, უარის მიღების გამო პოლიცია მას ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს. მამაკაცი კონკრეტულ გვარსად ასახელებს და ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თეიმურაზ გაბინაშვილი მისგან კონკრეტული დავალებების შესრულებას ითხოვდა.
– გაბინაშვილმა დამიბარა და მითხრა უნდა ითანამშრომლო ჩემთანო, მე უარი ვუთხარი, პლანი უნდა წაიღოო მე ვუთხარი, ეგეთ რამეს ვერ გავაკეთებთქო, პლანი უნდა წამეღო და ჩამედო, უარი რომ მიიღო, მე ჩამიდო და შემომტენა ქურდობა, – ამბობს ბიჩინოვი.
პოლიციის თანამშრომელი თეიმურაზ გაბინაშვილი კომენტარს არ აკეთებს.
ტვ პირველი

