“მთავარმა” არხმა თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაცხადებით ეს იყო კულტურის მინისტრის უკულტურო საქციელი.
„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი. ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“,- აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

