“რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – ანი ნადარეიშვილი ბესო ზანგურს 

“რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – ანი ნადარეიშვილი ბესო ზანგურს ანი ნადარეიშვილი მსახიობ ბესო ზანგურის მისამართით ფეისბუქზე წერს:

„Zanguri Busa Beso, შე ცოლზე მოძალადე ბუმბულიანო ქათამო, მარტო მაგაშიც გეტყობა რა უ&@რაკო კომპლექსიანი ჩმორი ხარ, ან ქალს ჩაგრავ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ერევი, ან ციხეში გამომწყვდეულ ადამიანზე ჭორაობ და ემუქრები შორიდან, იმიტომ, რომ იცი, პასუხს ვერ გაგცემს. აგერ 8 თვეში გამოდის ბაჩო და რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

მოგვიანებით, ბაჩო ახალიას მეუღლემ მორიგი მიმართვა გაავრცელა:

„ზანგურზე პოსტი დამიბლოკეს, როგორ ოპერატიულად მუშაობს ტროლქარხანა. ნუ შიგ მიზანში გავარტყი ესე იგი, რაც მთავარია. Zanguri Busa Beso ძაან სამარცხვინო ხარ. სქრინებს თავიდან დავდებ და 8 თვეში ბაჩო რომ გამოვა, მოპატიჟება ძალაშია! გელოდები!“, – წერს ანი ნადარეიშვილი.

ანა ნადარეიშვილის გაღიზიანება ზანგურის მიერ ბაჩო ახალაიას მისამართით გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია. ზანგურმა კომენტარი თეა თუთბერიძის პოსტზე გააკეთა.