რუსთაველზე აქციაზე პოლიციამ 100 პირი დაააკავა

რუსთაველზე აქციაზე პოლიციამ 100 პირი დაააკავა6 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს პოლიციამ 100 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირების ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. დაკავებული პირებიდან 68 ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლდა, ხოლო 32 ადამიანი ამ დრომდე  დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, – წერია შსს განცახდებაში.
გომელაურის უწყების ინფორმაციით ბრალდებულის სახით ამავე აქციაზე დაკავებულია ორი პირი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.
1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია “პალიტრა ნიუსის” ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.
რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს – 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.