რუსთავის ციხეში პატიმარი მოკლეს

რუსთავის ციხეში პატიმარი მოკლესრუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების დროს 1 პატიმარი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც. დაშავებულები “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი ფულია რომლის მიტანასაც გავლენიანი მსჯავრდებულები ითხოვდნენ.

გამოძიება 26 ივლისს დაიწყო. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.