“რუსთავში ბიჭი მოკლეს გრძელი თმის გამო, ხაჭაპურს აცხობდა ჩემს უბანში, დარჩა შვილი და ფეხმძიმე ცოლი…”

"რუსთავში ბიჭი მოკლეს გრძელი თმის გამო, ხაჭაპურს აცხობდა ჩემს უბანში, დარჩა შვილი და ფეხმძიმე ცოლი..."ნინო აბრამია-ბარათაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“წესიერი, პატიოსანი, მშრომელი ბიჭი მოკლეს რუსთავში, არავის არაფერს უშავებდა, ხაჭაპურს აცხობდა ჩემს უბანში. საკმაოდ კარგ ხაჭაპურს..დარჩა ერთი შვილი და ფეხმძიმე ცოლი..მისი მეგობარი დაჭრეს მძიმედ. რისთვის? მხოლოდ გრძელი თმის და ქოლგის გამო…

ეს გააკეთა ხელისუფლების და სამღვდელოების წაქეზებამ. ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან…ნებისმიერი შეიძლება მოკლან საერთოდ არაფრის გამო. მერე ჩადგებიან რიგში უსინდისოდ და თავს იმართლებენ, სხვას აბრალებენ, მსხვერპლს აშავებენ, მედიას ებრძვიან…საერთოდ გაუწყდათ შუბლის ძარღვი.

აქ მაინც ნუღარ მხვდებით ისეთები, რომლებიც არარსებულ პრაიდს, მედიას თუ კიევში მყოფ მიშას აბრალებთ ამ ყველაფერს. რაღაცის შეგრცხვეთ, რაღაცაზე გაჩუმდით, რაღაცა მოინანეთ. იცით ვინ არის დამნაშავე და თქვენც მოითხოვეთ მათი გადადგომა თუ დასჯა…ერთხელაც ძალადობის ეს აშვებული ჯინი თქვენამდეც მოვა, როგორც ამ რუსთაველ ბიჭთან მოვიდა.”