საბურთალოზე სატვირთო ველოსიპედისტ ბავშვს დაეჯახა

საბურთალოზე სატვირთო ველოსიპედისტ ბავშვს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე. სატვირთო ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

“კურიერის” ინფორმაციით, დაშავებულ არასრულწოვანს სასწრაფოს მისვლამდე პირველად დახმარება ადგილზე თვითმხილველებმა აღმოუჩინეს.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბავშვს სამედიცინო დახმარება ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში უტარდება. უცნობია, დააკავეს თუ არა სატვირთოს მძღოლი.