სამცხე-ჯავახეთში ყალბი სერთიფიკატების გაცემისთვის 1 ქალი ამხილეს

სამცხე-ჯავახეთში ყალბი სერთიფიკატების გაცემისთვის 1 ქალი ამხილესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების  ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედმა, ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებზე გასცა ტექნიკური სპეციალობის შემსწავლელი კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.