საფრანგეთში კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია ექიმებისთვის სავალდებულო ხდება

საფრანგეთში კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია ექიმებისთვის სავალდებულო ხდებასაფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 15 სექტემბრამდე ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მოთხოვნა ვრცელდება ექიმებზე, ექთნებზე, საოფისე პერსონალსა და მოხალისეებზე.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი თვიდან საჭირო იქნება სამედიცინო ბარათების ჩვენება მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად.

დოკუმენტში აღნიშნულია, მფლობელს ვაქცინაცია აქვს ჩატარებული თუ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება ყველას, ვისაც კონტაქტი აქვს მოწყვლად ჯგუფებთან და, შესაბამისად, ვრცელდება ყველაზე, ვინც მუშაობს საავადმყოფოებში, კლინიკებსა და მოხუცთა თავშესაფრებში.

ამასთან, ფასიანი ხდება PCR კოვიდ ტესტებიც. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეს ექიმის რეცეპტი არ ექნება, მას ტესტისთვის გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.

ცნობისათვის, საფრანგეთი კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის გამო ინფიცირების შემთხვევები და საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ მეცნიერთა ჯგუფმა საფრანგეთის მთავრობა მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ გააფრთხილა. მათი შეფასებით, გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, მოსახლეობის 95%-ის ვაქცინაცია იყოს საჭირო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის დაახლოების 40%-ს აქვს გაკეთებული.

იპნ