„შეკითხვა ჯანდაცვას – რა დაგიშავათ პაციენტმა? რამე გვეშველება?“ – გიორგი კორკოტაშვილი

„შეკითხვა ჯანდაცვას - რა დაგიშავათ პაციენტმა? რამე გვეშველება?“ - გიორგი კორკოტაშვილიექიმი გიორგი კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ მირეკავდა პაციენტი, 20 წლის კოვიდით, ტემპერატურა მაქსიმუმი 37.7
3 დღის განმავლობაში, გულისრევის შეგრძნება და გახშირებული ნაწლავთა მოქმედება 2 დღე, მსუბუქი ხველა, ამის გამო დანიშნული ჰქონდა დაახლოებით 8 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის ანტიკოაგულანტი, საინჰალაციო ჰორმონი, გაკეთებული ჰქონდა გულმკერდის CT კვლევა, და მთელი ლაბორატორიული კვლევები.
შეკითხვა ოჯახის ექიმს: რა დაგიშავათ ასეთმა პაციენტმა?
შეკითხვა ჯანდაცვის სამინისტროს: 2 წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან, რამე ვისწავლეთ? რამე გვეშველება?“