შიშველი ქალი 2 შენობას შორის გაიჭედა – რა მოხდა აშშ-ში

შიშველი ქალი 2 შენობას შორის გაიჭედა - რა მოხდა აშშ-შიორ შენობას შორის გაჭედილი შიშველი ქალი იპოვეს – შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ სანტა ანაში მოხდა. მაშველები ქალს დახმარებას ორი საათის მანძილზე უწევდნენ.

ამბის მთავარი გმირი, ორი სხვადასხვა შენობის კედელს შორის იყო გაჭედილი, რომელთა შორის დაშორებაც 20 სანტიმეტრია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის მანძილზე ითხოვდა უცნობი პირი დახმარებას, ან როგორ გაიჭედა ამ ვიწრო ადგილას.

“ის ყვიროდა, ყვიროდა და ყვიროდა, ჩვენ პოლიციას დავურეკეთ, სახურავზე ავედით და დაბლა შიშველი ქალი დავინახეთ,” – განაცხადა ჯიმ კაჰილმა, რომელიც ერთ-ერთი შენობის მფლობელია.

საბოლოოდ, ხანგრძლივი შრომატევადი მუშაობის შედეგად მაშველებმა ქალის გადარჩენა შეძლეს, მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

რუსთავი 2