“შსს-ს ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია სურს” – ადვოკატი თაკალანძე

"შსს-ს ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია სურს" - ადვოკატი თაკალანძეკითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შსს-მ  ათეულობით მოწმის ჩვენებისდა 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განუცხადა.

„გავრცელებულ ვიდეოებზე შსს ამბობს, რომ სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეოებია და მოწმეთა ჩვენებებით მოხდა მარშრუტის აგება, თუმცა, ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, საქმეში რა არის, დეტალურად არ ვიცი.

გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ვიდეოების ამ ფორმით გავრცელება, როცა ჯერ კიდევ ამ საკითხებზე ექსპერტიზები მიღებული არ არის. საქმეში შუალედური დასკვნები არ არსებობს, ვერ წარმოვიდგენ, რა ფორმით შეიძლება იყოს ახლა შუალედური დასკვნა საქმეში. ვთქვათ, პირველი დაკვირვებით, ნარკოტიკული ნივთიერებები იყო ორგანიზმში, რას ნიშნავს ეს, რომ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი? ეს ხომ კომპლექსურად უნდა გახდეს შეფასების საგანი? ასე ზედაპირულად, ცალმხრივად რაღაც საკითხები არ უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შედეგებს უნდა დაველოდოთ და ასე ცალმხრივად ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს. პირველ დღესაც და მერეც ვიდეოები გაავრცელეს, რა უნდა იფიქრო, თუ არა ის, რომ მათ სურდათ საზოგადოების აზრის წინასწარ ფორმირება და ადამიანის დისკრედიტაცია. გაუგებარია, თავიდანვე ზედოზირების ვერსიას რატომ განიხილავდნენ, პრაქტიკულად ცდილობენ, რაღაც ფორმით 5 ივლისთან დაკავშირებული დაზიანებების კვალის საბოლოოდ გაწყვეტას“ – აცხადებს თაკალანძე.

ის ასევე გამოეხმაურა გარდაცვლილის სახლიდან ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და იმ ფორმას, როგორც ეს განხორციელდა.

„გამომძიებლის დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა, ცხედრის ასე და ამ ფორმით გადაყვანა აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა, – აცხადებს ადვოკატი.

იპნ