“შუა თურქეთში შვილები უპატრონოდ დამიყარეს… რომეო ტურს არ ენდოთ…” – ნანა შველიძე

"შუა თურქეთში შვილები უპატრონოდ დამიყარეს... რომეო ტურს არ ენდოთ..." - ნანა შველიძენანა შველიძემ ფეისბუქში დაწერა:

გუშინ ჩემს ქალიშვილს და სიძეს სარფში დავემშვიდობე. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მწარედ მოგვატყუებდნენ და ბავშვებს უცხო მხარეში უპატრონოდ დაყრიდნენ ქალაქ ორდუს ავტოსადგურში.
ავტობუსის ბილეთები ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შევიძინეთ – ROMIO TOURI ორთაჭალის ავტოსადგურზე. ნინო კილაძე – ასე გაგვეცნო ქალბატონი, ვინც ბილეთს ყიდდა, მან გვითხრა, რომ აქვს ადგილები სარფი-ალანიაზე და მასვე გადავუხადეთ 320 ლარი. ბილეთი ხელში არ მოგვცა, გვითხრა, რომ თბილისიდან წამოიღებდა გამცილებელი.

სარფში 6 საათზე გავაცილე ბავშვები.
1 საათში კი მირეკავს კესო და მეუბნება, სხვა ავტობუსში ვზივართ. იმ ქალმა სტამბულის ავტობუსზე ჩაგვსვა, ამ ავტობუსში კი ბილეთები ორჯერ არის გაყიდული ერთ ადგილზე და ფეხზე ვდგავართო. ნახევარ საათში ეს სტამბულისაკენ მიმავალი ავტობუსიც გაფუჭდა.
და მთელი ღამე დილის 12 საათამდე გზაზე გაატარეს სხვა მგზავრებთან ერთად.
ტირილით დავურეკე ნინო კილაძეს, რამე მიშველე, და ამ ღამეს მე რა გიყოო და ტელეფონი გამითიშა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც სტამბულში მიდიოდნენ. ზედ გადაყვნენ ჩემს შვილს, ვიღაც მადლიანმა თურქის კაცმა კი თავისი ადგილი დაუთმო, რომ დამჯდარიყო გოგონა მაინც.
დღის 12 საათზე კი ტრაილერმა გაუჩერათ და ანკარისაკენ წაიყვანა უფასოდ. მადლობა იმ თურქსაც, წყალი და საჭმელი რომ შესთავაზა ღამენათევ ბავშვებს.
დილით ჩემს ტელეფონზე გაისმა ქართული ნომრიდან ზარი. ლუქს კარადენიზის ოფისის მენეჯერი Luks Karadeniz Georgia ….ვინმე აჰმედი მირეკავდამ Ahmet Bilgic. სადგურში მოსულმა გავიგე, რომ შვილები დაგრჩენიაო ქუჩაშიო თურქეთშიო და მე სამი შვილის მამა ვარ და მესმის შენიო. ყველაფრით დაგეხმარებიო.

აი, ამ თურქის კაცს უნდა ვუმადლოდე, რომ ეხლა მათ ყოველ ნახევარ საათში ურეკავენ ანკარიდან, სადაც გადააჯენენ.
ჩემო მეგობრებო, არასდროს ენდოთ რომეო ტურს….
ფულის გულისათვის ტყუილს გეტვიან და უცხო მხარეში უპატრონოდ დაგტოვებენ, მერე კი ტელეფონის ზარზე პასუხის ღირსსაც არ გაგხდიან.”