თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში სრულიად ჟურნალისტიკას რომ ლანძღავს უშვერი სიტყვებით, “ღორებად” მოიხსენიებს ყველას და ჯანსუღის – მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ:
”ბიჭო რეზო , ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი, რაგატკას” არ გესვრის არავინო” (ხუმრობას ზუსტად ვციტირებ).
რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით : ” ჯანსუღას გოგოო” ასე მიხსენიებს, მე კი ბედნიერი ვარ, რომ ვაჟკაცი კაცის და უუუმაგრესი პოეტის, ჯანსუღის შვილი ვარ მადლობა ღმერთს).
უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს, რომ ჯანსუღს “ჯანსუ-ღა”-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს ოპერის სცენიდან თქვენი (ყველასთვის ცნობილი ) უმსგავსობის გამო , ჯანსუღის – თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა : ” ამაშუკელი, ტ….. კი დააყე, თამაშს უკელი (ამასაც, მომიტევეთ, ვციტირებ).
ასე რომ, ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი, წამსვლელები ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი “ალიყური ” იქ არ მოგდონ მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფოფხაძე იქ ხომ ვეღარ გიშველით!”

