თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკი დაიკარგა – “ბოლოს მთაწმინდიდან დარეკა, თავს ესხმოდნენ და ყვიროდა”

თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკი დაიკარგა - "ბოლოს მთაწმინდიდან დარეკა, თავს ესხმოდნენ და ყვიროდა"თბი­ლის­ში და­კარ­გულ ავ­სტრალიელ გო­გო­ნას, შანაე ბრუკს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფე­ის­ბუ­ქის” ჯგუფ­ში Expats in Tbilisi მისი მე­გო­ბა­რი Nina Lulla ავ­რცე­ლებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და და მისი კვა­ლი გუ­შინ­დე­ლი დღი­დან იკარ­გე­ბა.

“SOS დაგ­ვეხ­მა­რეთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ და­კარ­გუ­ლის მო­ძებ­ნა­ში. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი შანაე ბრუ­კი პა­რას­კევს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­კარ­გუ­ლია მას შემ­დეგ, რაც სა­ლაშ­ქროდ მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო.

ბო­ლოს მა­შინ და­რე­კა, როცა თავს ეს­ხმოდ­ნენ და ის ყვი­რო­და, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. მას შემ­დეგ მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო, მაგ­რამ უფრო წარ­მა­ტე­ბით მოვ­ძებ­ნით თუ უფრო მეტი თქვენ­გა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა.

შა­ბათს, 31 ივ­ლისს დი­ლის 7:00 სა­ა­თი­დან. შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ. გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნო­მერ­ზე – 599296232“ – წერს გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 100-მდე მაშ­ვე­ლია ჩარ­თუ­ლი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ამბები