თენგიზ ცერცვაძე – “ვაქცინაცია შემთხვევებს ამცირებს და სიკვდილობის პანდემიას აჩერებს”

თენგიზ ცერცვაძე - "ვაქცინაცია შემთხვევებს ამცირებს და სიკვდილობის პანდემიას აჩერებს"მინდა ყველას მოვუწოდო ხვალიდან ვაქცინაციისკენ – ვაქცინაცია სიკვდილობის პანდემიას აჩერებს. შემთხვევების რაოდენობას ვერ აჩერებს, მაგრამ ანახევრებს ან ამესამედებს,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის ცირკულირება გაიზრდება, შესაძლოა, საქართველოში მსხვერპლიც გაიზარდოს. ამიტომ, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას პირბადის გამოყენებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„თუ ვაქცინაზე ეჭვებია, რომ ის „ინდური შტამისგან“ ნაკლებად იცავს, ეს ეჭვები ხშირად გამართლებულია, თუმცა, პირბადე ერთნაირად იცავს ყველა შტამისგან. ამიტომ, პირბადე თავის დაცვის უნივერსალური საშუალებაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, „მესამე ტალღის“ დროს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი იმითაც არის განპირობებული, რომ „ბრიტანულ შტამთან“ ერთად, ე.წ. ინდური შტამიც ცირკულირებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მესამე ტალღის პერიოდში, მეორე ტალღასთან შედარებით, სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებლები მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გამოწვეულია იმით, რომ ჯერ ბრიტანულმა, ხოლო შემდეგ ინდურმა შტამმა, გაცილებით მეტი მძიმე შემთხვევა და მეტი სიკვდილობა მოგვცა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

იპნ