თინა ხიდაშელი გერმანიაშია – “როგორც ჩანს, სიარულსაც შევძლებ”

თინა ხიდაშელი გერმანიაშია - "როგორც ჩანს, სიარულსაც შევძლებ"თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

“ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს
კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს”