თინა ხიდაშელი – “იმათთვის, ვინც ლექსოს ექსპერტიზას ელოდება”

თინა ხიდაშელი - "იმათთვის, ვინც ლექსოს ექსპერტიზას ელოდება"თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

“იმათთვის, ვინც ექსპერტიზას ელოდება
იმათთვის ვისაც განსაკუთრებით მოეძალა გამოძიებას დაველოდოთ, ექსპერტიზის მოვისმინოთ მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას:
– თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ბარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭორდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
– რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
– და ყველაზე მთავარი, რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი.
ეს არის მთავარი კითხვა რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
კიდევ ერთხელ-
დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცვლილის დისკრედიტაციას ემსახურება.”