გიგი უგულავას “ნაცემ” ძიუდოისტს “მთავარმა არხმა” ფეხბურთის თამაშისას მიაგნო. ბადრი გავაშელიშვილი ამბობს, რომ გუშინდელ პროცესზე ექიმის რეკომენდაციით არ გამოცხადდა.
გავაშელიშვილი უკვე ორი სხდომაა, სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ მიდის.
მთავარის და ტვ პირველის ჟურნალისტები ფეხბურთის მოედანზე ძიუდოისტს გაესაუბრნენ.
– სასამართლო უწყებაზე გარკვეული მიზეზი მქონდა და ვერ მოვედი, – ამბობს ბადრი გავაშელიშვილი.
– რატომ არ მიხვედით?
– ადამიანი ვარ და მეც მაქვს რაღაცა მიზეზები
– დღეს გამონახეთ დრო, რომ ფეხბურთი გეთამაშათ?
– ფეხბურთი არა, ცუდად ვარ და ცოტა მოვდივარ ფორმაში, დღეს დამრთო ექიმმა ნება, რომ მეთამაშა… წადი რა, აქ რა გინდა საერთოდ, სტადიონზე რა გინდა, ხალხს რომ აწუხებთ, ვერ ხვდებით?
– რაც მალე გვიპასუხებთ, მალე წავალთ.
– გადი ახლა აქედან… წლებია, მაქვს ჩემი ბიზნესი და გუშინ და გუშინწინ არ მიმიღია
– კარიერი როდის მიიღეთ?
– შენ ვინ გკითხავს, როდის მივიღე, წადი ახლა აქედან!
უგულავა და მისი ადვოკატი დარწმუნებული არიან რომ პროკურატურას არ სურს, რომ დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება მისცეს.
მთავარი

