უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი გადადგა

უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი გადადგაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს.

„დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ოფიცერს და თანამშრომელს. ეს ჩემთვის პატივია!“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2014 წლის თებერვლიდან იკავებს.