„ზუგდიდის მერია ტვ “იმედის” ბენდს კონცერტის ჩასატარებლად 19 ათას ლარს უხდის“

„ზუგდიდის მერია ტვ "იმედის" ბენდს კონცერტის ჩასატარებლად 19 ათას ლარს უხდის“ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამ ფეისბუქზე დაწერა:

„მაშინ როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი სიტუაცია და პანდემიის ახალი ტალღის გამო ხელისუფლება მოგვიწოდებს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოვერიდოთ ხალხმრავალი შეკრების ადგილებს, ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა ტელეკომპანია “იმედის” მუსიკალურ ბენდს გადაუხადოს 19 000 ლარი და ჩაატაროს კონცერტი ზუგდიდში…
კონცერტების და გასართობი ღონისძიებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ასეთ უმძიმეს პერიოდში ეს რა უბედურებაა…?!
თან გგონიათ თვითონ გადაწყვიტეს ეს?!
ამ გნოლიძის ბენდს ვიღაცა კონცერტებით შემოსავლებს უგვარებს და ეს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება მორჩილად უკრავს თავს, ისე რომ არც ფიქრობს რეალურად რას აკეთებს…
არ არის ეხლა ეს სრული უპასუხისმგებლობა და მავნებლობა?!“