ზუგდიდში მდინარის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში მდინარის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვესზუგდიდში, “ფაიფურის” ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირზე 50-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.

ლაივპრესის ინფორმაციით, ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.