23 წლის ქალის ცოლად მოყვანის საქმეზე 4 პირი დააკავეს

23 წლის ქალის ცოლად მოყვანის საქმეზე 4 პირი დააკავეს23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აღნიშნავენ უწყებაში.